კრება გთავაზობთ აუდიო გიდის სისტემის გაქირავებას ნებისმიერი ტიპის ღონისძიებისთვის — ექსკურსიებისთვის, მუზეუმებისა და გამოფენებისთვის, ტურებისთვის, კონფერენციებისთვის, ტრენინგებისთვის, ფორუმებისთვის და კორპორატიული შეხვედრებისთვის. აუდიო გიდი იდეალურია გარე სივრცეში, მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ გიდის/წამყვანის ხმა მკაფიოდ მოისმინონ ხმაურიან სივრცეშიც და ჯგუფი დარჩეს ორგანიზებული. აუდიო გიდის სისტემა იძლევა შესაძლებლობას პარალელურ რეჟიმში ერთ გეოგრაფიულ არეალში იმუშავოს რამდენიმე გიდმა, ამავდროულად არ მოხდეს სიხშირეების კვეთა.
პაკეტი მოიცავს:
ტრანსმიტერს (გადამცემს) მიკროფონით
რესივერებს (მიმღებებს) ყურსასმენებით
საჭიროების შემთხვევაში — დასამუხტ მოწყობილობას.
აუდიო გიდის სისტემა განსაკუთრებით ეფექტურია ტურისტულ ჯგუფებთან, მრავალენოვან აუდიტორიასთან მუშაობისას, ასევე დიდ დარბაზებსა და ღია სივრცეებში. დაგვიკავშირდით — დაგეხმარებით აუდიტორიის რაოდენობის, სივრცის სპეციფიკის და საუკეთესო პაკეტის სწორად შერჩევაში.