სინქრონული თარგმნა

interpretation equipment

თარგმნა: სინქრონული, თანმიმდევრული, წერილობითი

კრება გთავაზობთ სინქრონულ თარგმანს (თარჯიმანს) და თარგმანის აპარატურის სრულ ტექნიკურ მომსახურებას — ნებისმიერი ტიპის ღონისძიებისთვის: კორპორატიული შეხვედრები, ტრენინგები, ფორუმები, პრეზენტაციები, პანელური დისკუსიები და სხვა. ჩვენ უზრუნველვყოფთ, შეუფერხებელ, მკაფიო, სტაბილურ პროცესს — როგორც დარბაზში, ისე ონლაინ ჩართულობისას.

გთავაზობთ:

  • სინქრონულ თარგმანს (რეალურ დროში)

  • თანმიმდევრულ თარგმანს (მომხსენებლის პაუზებით)

  • წერილობით თარგმანს.

ტექნიკურ ნაწილს უზრუნველყოფს KREBA-ს ტექნიკური გუნდი: ინფრაწითელი მიმღები ყურსასმენით, მიკროფონი, გახმოვანების სისტემა, თარჯიმნის ჯიხური, მიწოდება/მონტაჟი, ტესტირება (sound check), ღონისძიების მიმდინარეობისას კონტროლი და მომსახურება. ჰიბრიდული ღონისძიების საჭირეობისას, თარგმანს ვაერთიანებთ პლატფორმებთან (მაგ. Zoom, Microsoft Teams და სხვა), რათა ონლაინ აუდიტორიამაც კომფორტულად მოისმინოს თარგმანი.

ენები: ქართული, ინგლისური, გერმანული, ფრანგული, ესპანური, არაბული, სომხური, რუსული. დაგვიკავშირდით ენის წყვილების, აუდიტორიის რაოდენობის და საუკეთესო ტექნიკური პაკეტის შესათანხმებლად.